“„ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები სახელმწიფოზე თავდასხმას პატრონების საშუალებით ახორციელებენ, ფულით უილსონის პოსტებს ყიდულობენ, მაგრამ ხალხის კეთილგანწყობას ვერ იყიდიან” - ნინო წილოსანი
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები სახელმწიფოზე თავდასხმას პატრონების საშუალებით ახორციელებენ, იმდენად ამორალური არიან, ფიქრობენ, რომ ფულით ყველაფერს იყიდიან, სამწუხაროდ, ამ ფულით ჯო უილსონის პოსტებს ყიდულობენ, მაგრამ ქართველი ხალხის კეთილგანწყობას ვერ იყიდიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების საფარქვეშ გადახდილი თანხით, რეალურად ლობისტებისგან დეზინფორმაციის გავრცელებას ითხოვენ.
„ლობირებისთვის გადახდილი თანხა შეიძლება იყოს აღქმული, როგორც გათეთრებული კორუფცია. იმ პირობებში, როცა თანხას ვითომ არჩევნების საფარქვეშ იხდიან, რეალურად ლობისტებისგან დეზინფორმაციის გავრცელებას და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას ითხოვენ. ეს მავნე პრაქტიკაა იმ ლობირების სისტემის, რომელიც ამერიკაში მუშაობს. იცით, რომ ევროპარლამენტარები იყვნენ დაპატიმრებულები „კატარგეიტის“ საქმეზე, სადაც დაფინანსებას კონკრეტული იდეის ლობირებისთვის იღებდნენ. ამ შემთხვევაში თუ ზუსტად ვიცით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნაქურდალი ფულით დააფინანსა ჯო უილსონის პოსტები, შესაძლოა, სხვა ბევრი უსამართლო განცხადება და თავდასხმა უცხოეთიდან, არ იყოს ხელის გულზე, მაგრამ ის გავლენა იკითხებოდეს, რაც ერთის მხრივ, ფულით არის მოპოვებული, მეორე მხრივ კი, იმ პოლიტიკური ინტერესით, რაც უცხოურ გავლენებს აქვთ ჩვენს ქვეყანაში.
„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს არანაირი შანსი არ აქვთ, რაიმე შედეგებს მიაღწიონ, ამიტომ ქვეყნის გარეთ გადიან, დეზინფორმაციას და შტურმს აწარმოებენ. ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმას პატრონების საშუალებით ახორციელებენ. იმდენად ამორალური არიან, ფიქრობენ, რომ ფულით ყველაფერს იყიდიან. სამწუხაროდ, ამ ფულით ჯო უილსონის პოსტებს ყიდულობენ, მაგრამ ამ ფულით ქართველი ხალხის კეთილგანწყობას ვერ იყიდიან“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანია დაიქირავა და მას 360 000 აშშ დოლარი გადაუხადა. ამავე ლობისტური კომპანიისგან კონგრესმენ ჯო უილსონს 10 ათასი აშშ დოლარი აქვს მიღებული.
სიახლეები
- “გოჭებო, 17 წლის ასაკში, 6 სკოლა და 6 უბანი მაქვს გამოცვლილი, იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, რომ ხუთოსანი გოგო რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი – ხუთშაბათს პარტია გაგაცნობთ არჩევნების ამბავს” - ანა დოლიძე
- “სულელად რომ არ გამოჩნდეთ ისტორია ისწავლეთ! „ნაცმოძრაობამ“ გააჩინა „ფენტალინები“ და „ბიო“, ამ პოზიციით შენ ანადგურებ ბაზარზე არსებულ ყველა შესაძლებლობას, კი არ ძვირდება, აქრობ, ყველას იჭერ” - იაგო ხვიჩია ახალგაზრდებს
- “ვერანაირი ერთიანი ნეიტრალური კანდიდატები ვერ იქნება, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთობის შემთხვევაში, ერთობა არ არის და ასე არც იკვრება” – ზურა გირჩი ჯაფარიძე
- “გარედან გაკეთებული ყველა უსამართლო განცხადების უკან დგას მსუყედ გადახდილი თანხები” - ნინო წილოსანი
- „ნაცმოძრაობა“ ყველას და ყველაფერს ბოიკოტს უცხადებს და ამბობს, რომ ვადამდელ არჩევნებამდე აპოლიტიკურია; ამ დროს, ლობისტურ კომპანიას თანხას ურიცხავს” – მაჭარაშვილი