“სულელად რომ არ გამოჩნდეთ ისტორია ისწავლეთ! „ნაცმოძრაობამ“ გააჩინა „ფენტალინები“ და „ბიო“, ამ პოზიციით შენ ანადგურებ ბაზარზე არსებულ ყველა შესაძლებლობას, კი არ ძვირდება, აქრობ, ყველას იჭერ” - იაგო ხვიჩია ახალგაზრდებს
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, გადაცემაში „კამათობა“ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას ახსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებულ ნარკოპოლიტიკას და მას ჯალათთან აიგივებს.
„ახალგაზრდები ხართ და სანამ მართლა ერთადერთი სლოგანი ის არის – „ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, ჯობია რომ ისტორიას გაეცნოთ.
რასაც ახლა ბატონი გიგა კეთილშობილური სახით ჰყვება, იცით როგორია? ჯალათი რომ ჰყვებოდეს სინამდვილეში თავის მსხვერპლებზე, რა მიზნები ჰქონდათ კონკრეტულად როცა ამ კონკრეტულ ადამიანებს ხოცავდნენ, რა კეთილშობილები იყვნენ მაშინ, როცა დიდ სამშობლო მიზანს ემსახურებოდნენ“,- აცხადებს იაგო ხვიჩია.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოს ბაზარზე არსებული „ბიო“ და „ფენტალინი“ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარკოპოლიტიკის შედეგად გაჩნდა ბაზარზე და მათ აიძულეს ადამიანები გადასულიყვნენ „კრაკადილზე“.
„თქვენ იცით თუ არა, რომ ამ წუთს ეს დებატები მიმდინარეობს, ნარკოპოლიტიკის და ნულოვანი ტოლერანტობის ერთ-ერთ ჯალათს და მეორე ადამიანს შორის, რომელიც ანგელოზია ამ თვალსაზრისით, რაც მოვიდა მას შემდეგ სულ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრეა. სულელად რომ არ გამოჩნდეთ ისტორია ისწავლეთ. სინამდვილეში ამათმა გააჩინეს ფენტალინები, ამათმა გააჩინეს „ბიო“.
ეს არის პოზიცია, რომლის მიხედვითაც შენ ანადგურებ ბაზარზე არსებულ ყველა შესაძლებლობას, კი არ ძვირდება, აქრობ, ყველას იჭერ. ვიღაც ადამიანები, რომლებიც იძულებულები არიან გადავიდნენ „კრაკადილზე“ , „ვინტზე“, „წიწვზე“, რომლის გამოც კვდებიან“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
