“„ქართულმა ოცნებამ“ მისი მმართველობის პერიოდში ევროკავშირის მიმართ ნდობა გაზარდა, დღეს ამ ნდობას რაც დამართეს, არის პირადად ევროკავშირის ელჩის და ბევრი ელჩის დამსახურება” - შალვა პაპუაშვილი
„ქართულმა ოცნებამ“ მისი მმართველობის პერიოდში ევროკავშირის მიმართ ნდობა გაზარდა, რაც დამართეს დღეს ამ ნდობას, არის პირადად ევროკავშირის ელჩის და ბევრი ელჩის დამსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ პირდაპირ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, რომელმაც „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პაველ ჰერჩინსკი ან გაემიჯნება საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმას, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე.
„ევროკავშირმა ჩაატარა კვლევა საქართველოში და დაადგინეს, რომ საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირის მიმართ ნდობა ჩამოსული არის 50 პროცენტს ქვემოთ. ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ მმართველობის პერიოდში ევროკავშირის მიმართ ნდობა გაზარდა და გაამყარა. შეადარეთ რიცხვები „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. ის, რაც დამართეს დღეს ამ ნდობას, არის პირადად მათ შორის ევროკავშირის საელჩოს, ელჩის და ბევრი ელჩის დამსახურება.
ასე რომ, ბატონი ჰერჩინსკი ან გაემიჯნება თავდასხმას საქართველოს ეკლესიაზე, პრორუსებად მათ მოხსენიებას და აგდებულ საუბარს საქართველოს ეკლესიაზე, ან ჩემი მხრიდან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად პაველ ჰერჩინსკის სიტყვები და თავდასხმა ეკლესიაზე და ყოველ ჯერზე ამას გავუსვამ ხაზს. შეუძლებელია უკვე ამის ასე ყურება, რომ ჩამოდიან აქ ფულის აქეთ-იქით მიმოფანტვით, ვიღაცას ჰგონია, რომ შეიძლება, საქართველოს, ქართველი საზოგადოების სულში ხელები აფათუროს, საქართველოს ეკლესიას დამაკნინებელი თავდასხმები მოუწყოს და შემდეგ მშვიდად გამოვიდეს და გვესაუბროს ღირებულებებზე, რომელსაც აბსოლუტურად ვერ აცნობიერებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს