“ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები თავს დაესხნენ საპატრიარქოს - ჰერჩინსკი ან გაემიჯნება ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე” - შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, ჰერჩინსკი ან გაემიჯნება ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, საქმე ეხება „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას და მასზე ცალკეული ორგანიზაციების შეფასებას.
„ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, რომელმაც „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა - ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე“, - წერს პაპუაშვილი.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
