“ქართველი კაცის ხასიათი არ იციან – ეს ქვეყანა აქამდე იმიტომ მოვიდა, რომ ქართველი ღირებულებაზე დგას – თავის შვილს როგორ შეხედავს, სანქციის გამო სამშობლოს თუ გაყიდის ან რაღაც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს?” - მიხეილ ყაველაშვილი

“ყველაფერს თმობს ქართველი [სამშობლოს გარდა], არ არსებობს მისთვის მატერიალური დოვლათი. აქამდე ეს ქვეყანა იმიტომ მოვიდა, რომ ამ ღირებულებაზე ვართ ყველა ჩამოკიდებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.

“ყველაფერს თმობს ქართველი [სამშობლოს გარდა], არ არსებობს მისთვის მატერიალური დოვლათი. აქამდე ეს ქვეყანა იმიტომ მოვიდა, რომ ამ ღირებულებაზე ვართ ყველა ჩამოკიდებული. თავის შვილს როგორ შეხედავს, რომ სანქციის გამო სამშობლოს გაყიდის ან რაღაც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს? მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზარალდებოდეს, ვინც არ უნდა იყოს… ქართველი კაცის ხასიათი არ იციან, რომ ეს უფრო აბრაზებს, ეს უფრო შეურაცხყოფს, რომ შენ საპირწონედ უყენებ სამშობლოს. ქეთევან წამებული მაინც არ გვყავდეს? ამას რომ უყენებ საპირწონედ ქართველ ადამიანს, როგორ გაიმარჯვებ ამ საზოგადოებაში? პირიქით ხდება ეს ყველაფერი და მე მიხარია, რომ ამას კარგად აცნობიერებენ ჩვენი მოქალაქეები და ამიტომ ვიძახი, რომ რეალობა სხვა არის. რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევაა, სტატისტიკა იყო და საგრძნობლად შემცირდა სიღარიბის ზღვარი, მაგრამ ჯერ კიდევ ხომ რჩება. ეს პროცესია, მაგრამ დინამიკას რომ შეხედავ, რომ უკეთესობისკენ არის ეს ყველაფერი, მიდის და ვითარდება”, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

წაკითხვა 320 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 24 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.