“მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, ივანიშვილის სადამსჯელო ორგანოების წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს - ასევე, მათ, ვინც დადებს იარაღს” - მიხეილ სააკაშვილი

მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას. ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს - მე მგონი, ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მე ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში წერია.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, თანხის გადახდა „რეჟიმის შეცვლის შემდეგ მოხდება“.

 

„მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას. ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს, მაგალითად, აქციების მონაწილეებს წამების მასალებს და ასევე, მათ, ვინც დადებს იარაღს და უარს იტყვის აქციის მონაწილეებზე თავდასხმაზე.

 

რა თქმა უნდა, ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ივანიშვილის მაფიის მიერ მოპარული თანხების დაბრუნების პარალელურად.

 

მე მგონი, ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მე ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ”, - წერია მიხეილ სააკაშვილის პოსტში.

 

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილიმიმართავს ძალოვანი უწყების, მათ შორის გდდ-ს წარმომადგენლებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნების გარშემო გაერთიანდნენ, ხოლო ის სამართალდამცველები, რომლებიც „იარაღს არ ისვრიან“, ჯილდოს სახით 200 000 დოლარს მიიღებენ. „ყველამ, ვინც ხალხის დარბევაში მონაწილეობას არ მიიღებს, ჯილდოდ უნდა მიიღოს 200 000 დოლარი. დაიმახსოვრეთ, 200 000 დოლარს ჯილდოს სახით მიიღებს ყველა, ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს არ ისვრის. დააგდეთ ეს გაზის იარაღი, 200 000 დოლარს სახელმწიფო, როგორც კი იქნება სახელმწიფო და არა, ბიძინა ივანიშვილის კანტორა,[გადმოგეცემათ]. 50 იქნებით, 50-ვეს [გადმოგეცემათ]. ამ ფულს საიდან მოვიტანთ? გადახედეთ, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური, ძმებო, ხომ გესმით, რამდენია ამოსაღები ბიუჯეტისთვის. თქვენ მიიღებთ ამ ჯილდოს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

წაკითხვა 120 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 25 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.