“ყველა იმ სამხედრომ, ვინც კი გაბედა და 2008 წელი სხვანაირად შეაფასა, ან მის შედეგებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა, ყველა ან წამების მსხვერპლი გახდა, ან დაქვეითების, ან საუკეთესო შემთხვევაში ჯარიდან დათხოვნის” – წულუკიანი
“დროსთან ერთად დავინახეთ, რომ ეს არ იყო მათი გამოგონილი, რომ ისინი ამას უფრო დიდი ძალებისგან იღებდნენ და რეალურად ეს იყო მიმდინარეობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯაშუშად და პრო რუსად უნდა გამოგეცხადებინა ყველა ის, ვინც განსხვავებულ პოზიციაზე იყო”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განუცხადა.
„2008 წლის ომის მერე, ყველა იმ სამხედრომ, ვინც კი გაბედა და 2008 წელი სხვანაირად შეაფასა, ან მის შედეგებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა, ყველა ან წამების მსხვერპლი გახდა, ან დაქვეითების, ან საუკეთესო შემთხვევაში ჯარიდან დათხოვნის მსხვერპლად იქცა და ყველაზე უარეს შემთხვევებში ჩვენ კომისიის სხდომებზეც ვნახეთ, რომ ასეთ ადამიანებს ჯაშუშობა დააბრალეს რუსეთის სასარგებლოდ , მოკლეს, გაიტაცეს და ზღვაში ჩაძირეს.
თვითონვე შეუწყვეს რუსეთს ხელი, რომ ქართული ჯარი დამარცხებულიყო და დამცირებულიყო, თვითონვე გაყიდეს სტრატეგიული ობიექტები ოკუპანტ ძალაზე, თვითონვე გაატანინეს რუსეთის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება ისკანდერი ქვეყნიდან და ძლივს დაიბრუნა „ქართულმა ოცნებამ“, თვითონვე წააგეს ჰააგაში დავა თინა ბურჯალიანის და ზურა ადეიშვილის ხელმძღვანელობით, თვითონვე არ შეიტანეს დასაბუთებული და მტკიცებულებით გამაგრებული სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ და „ქართულ ოცნებას“ მოუწია სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ დავა და ამ დავის მოგება ძალიან დიდი ძალისხმევის და სირთულეების ფასად, მაგრამ ისინი არიან პრო ევროპელები და ყველა სხვა არის პრო რუსი.
აქ სიმართლეს და რეალობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის, ამ ხელწერის მახასიათებელი არის ის, რომ თეთრი იყოს შავი, შავი იყოს თეთრი და პროცესი იმართებოდეს ისე, როგორც მათ აწყობთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
