“თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს” - შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ 10 პირის დასანქცირებაზე

თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქართველოს კიდევ 10 მოქალაქის მიმართ სავიზო სანქციების დაწესებას.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბალტების პოლიტიკური ელიტა, დიდ წილად, კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებისგან შედგება, ეს ბოღმა, აშკარად, საბჭოთა კავშირიდანაა ჩარჩენილი.

 

რაღაც მომენტში, სოვლაბი, ალბათ, ამ პოსტსაბჭოურ ფენომენსაც გამოიკვლევს, როდესაც მიხვდება, რომ უცხოური დაკვეთით ხელისუფლების დამხობა ისევ ჩაიშალა“, - წერს პაპუაშვილი.

 

შეგახსენებთ, ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა. აღნიშნულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ.

 

უფრო კონკრეტულად, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდათ:

 

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს,

 

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას,

 

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს,

 

მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს,

 

პროკურორ მარი მეშველიანს,

 

პროკურორ ნათია ტატიაშვილს,

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს,

 

პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს,

 

პარლამენტის წევრ ნინო წილოსანს,

 

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს.

 

საერთო ჯამში, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემაში ამ დროისთვის სულ საქართველოს 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.

წაკითხვა 99 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 29 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.