“წლების წინ, ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდს გადასცა ბანკიდან მისი აქტივები – აქედან გამომდინარე, ბანკის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ იდავოს სასამართლოში, გამართლებულია” - ირაკლი ზარქუა
„ჩვენ მივიღეთ კანონი დეზინფორმაციაზე და დაბრალებასთან დაკავშირებით. „ტვ პირველმა“ მორიგჯერ იკადრა, რომ თურმე ეს არის ივანიშვილის ბანკი, რომელიც დასაქცირდება, სვიფტიდან ჩაიხსნება და ასეთ სიგიჟეებს ამბობენ,“ – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„წლების წინ, ბატონმა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდს გადასცა ბანკიდან მთელი მისი აქტივები. ამის შემდეგ მაინც აგრძელებენ დეზინფორმაციას, დაბრალებას როგორც მანამდე აკეთებდნენ. აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ ბანკის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ იდავოს სასამართლოში და უჩივლა, გამართლებულია“, – აცხადებს ზარქუა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
