“მნიშვნელობა არ აქვს სახელს და გვარს, ვინ ქნება „ლელოსა“ და გახარიას მერობის კანდიდატი - როცა რუს ოლიგარქს მიჰყვები თამაშში, რომელიც დაგაზიანებს, ან გარიგებული ხარ, ან სასარგებლო იდიოტი, ამ ორიდან რომელი არიან, დრო გამოაჩენს” - ანა წითლიძე
რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი დაიწერს იმას, რაც უნდა - „ლელოში“ გახარიასგან განსხვავებით, მთელი პოზიცია იყო ის, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ, რატომ შეცვალეს ეს პოზიცია, ამაზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არჩევნები აღარ არსებობს და ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც აჩვენა, ამიტომ თუ ვინ იქნება მერობის კანდიდატი, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მაინც ის შედეგი დადგება, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სურს.
„რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი დაიწერს იმას, რაც უნდა, რადგან ამ ქვეყანაში არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, არ არსებობს ცენტრალური საარჩევნო კომისია. შესაბამისად, იმ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, სადაც წინასწარ შეიძლება იყოს ცნობილი და არის ცნობილი, ანუ ის, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა, რეალურად ყველანაირ აზრსაა მოკლებული. ჩვენ არაერთხელ შეგვიფასებია ეს ქმედება ოპოზიციური პარტიების. შესაბამისად, ჩვენთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, მერობის კანდიდატი ვინ იქნება. ვთვლით, რომ ფუნდამენტური შეცდომაა რუსულ სპეცოპერაციაში შეყოლა ბიძინა ივანიშვილისთვის საკუთარ მოედანზე, საკუთარი თამაშის წესებით, სადაც უპირატესობა აქვს რუს ოლიგარქს.
საერთოდ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა იმას, ვინ იქნება წინასწარ განსაზღვრული წაგებულ თამაშში რუს ოლიგარქთან კანდიდატი, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია და ეს ბოლო არჩევნებმაც ანახა. ამიტომ, ვინც არ უნდა იყოს, მერობის კანდიდატად დასახელებული, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის შედეგი 4 ოქტომბერს მხოლოდ ერთი იქნება, დაიწერება ის ციფრები, რა ციფრებიც ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს.
საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი თვლის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია, ვიდრე რეჟიმია, შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა რუსულ სპეცოპერაციაში შესვლის და ბიძინა ივანიშვილის გათეთრების და მისთვის მეორე სუნთქვის გახსნის, ჩვენგან ფუნდამენტური შეცდომაა. გავიმეორებ, როცა რუს ოლიგარქს მიჰყვები თამაშში, რომელიც დაგაზიანებს, ორი ვარიანტია, ან უნდა იყო გარიგებული, ან სასარგებლო იდიოტი, ამ ორიდან რომელი არიან, ამას დრო გამოაჩენს.
ზოგადად, არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილს, „ლელოში“ გახარიასგან განსხვავებით, მთელი პოზიცია იყო ის, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ, რატომ შეცვალეს ეს პოზიცია, ამაზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნა, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ჩვენთვის სულერთია, თუ ვინ იქნება მათი მერობის კანდიდატი, ამის შედეგი იქნება ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილიდაიწერს იმას, რაც თვითონ დასჭირდება“,- განაცხადა ანა წითლიძემ.
სიახლეები
- 100-ს გადააჭარბა კიევზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა, დაღუპულია სულ მცირე 8
- “პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად” - შალვა პაპუაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე
- “სახელმწიფომ მათ არაერთხელ გადაუვადა პროექტის განხორციელების ვადები” - გურამ მაჭარაშვილი ანაკლიის პორტზე
- „თუ ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები აშშ-ს აშფოთებს, რუსეთი ყველაფერში მართალია“ - მედვედევი ტრამპს პასუხობს
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ კვლავ აფრთხილებს