“მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლი აქვს დაქირავებული.
„მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამოირჩევა თავისი კრიტიკული პოზიციით, გამოირჩევა ანტიქართული ოცნების დამოკიდებულებით, გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, ემსახურება ამ გუნდისა და ამ რადიკალური ოპოზიციური პარტიების მიზნებს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს.
აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ყველაფრის კვალის არევის მიზნით სახლი და კერძო საკუთრება, რომელიც მამუკა ხაზარაძის სახელზე იყო რეგისტრირებული, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სახელი აღარ ფიგურირებდეს. მან მის მეუღლეს აჩუქა და ეს ყველაფერი ასე შეფუთეს.
ვფიქრობ, საერთაშორისო გამჭვირვალობა, რეალურად რომ მუშაობდეს და მართლა აინტერესებდეს რაც ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება, ამ ფაქტს აუცილებლად შეისწავლიდა.
ფაქტი გასაჯაროვდა და თუ ამ ყველაფერში კონკრეტული დანაშაულის ნიშნებია, სამართალდამცავებს აქვს ყველა შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა, გარდა დანაშაულის ნიშნებისა, რა თქმა უნდა კარგად გვაჩვენებს რა შეიძლება იყოს იმ კეთილგანწყობის მიზეზი, რომელიც სამწუხაროდ ამ დიპლომატს აქვს „ლელოსა“ და მის პოზიციებთან მიმართებაში“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა “იმედის” ეთერში საუბრისას.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
