“"ომი საქართველომ დაიწყო", ნათქვამი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ერთადერთი შანსია, საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს - არ გამოვრიცხავ, რომ ჰააგის სასამართლოს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართონ” - ნიკა გვარამია
საფიქრალია, რომ ჰააგის სასამართლოში საქართველოს სარჩელის განხილვა რუსეთისთვის ძალიან ცუდად ვითარდება და საქართველოსიუსტიციის სამინისტრო ამის შესახებ ცხადია ინფორმაციას ფლობს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, პატიმრობაში მყოფი, ნიკა გვარამია წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
როგორც გვარამია “ფეისბუქ” პოსტში წერს, საქართველოსთვის ომის დაწყების გადაბრალება ერთადერთი შანსია, რომ საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს.
“ასევე, ცხადია, "ომი საქართველომ დაიწყო", ნათქვამი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ერთადერთი შანსია საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს.
სავარაუდოდ, ეს მოღალატეობრივი ისტერიკა ამიტომ მოაწყო ქოცობამ. არ გამოვრიცხავ, საერთოდ ისიც ქნან, რომ სასამართლოს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართონ წულუკიანის "დასკვნის" და მის გამო დაწყებული "გამოძიების" საფუძველზე ან ამავე საფუძველზე ეს რუსეთმა ქნას.
ვინც არ იცის, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში, როცა ომის დანაშაულის გამოძიება არ ან ვერ ხდება რომის სტატუტის ხელშემკვრელი მხარის მიერ”, - წერია გვარამიას წერილში.
სიახლეები
- საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ
- უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
- ,,შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ"- მეუფე ნიკოლოზი
- ,,საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა დაეკისრებათ” – აშშ-ის საელჩო
- სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება
