ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსით, საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, “ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის” ინდექსი გამოაქვეყნა.
საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 17-ე პოზიცია დაიკავა. ლიდერობით და შორსმჭვრეტელობით საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს: ისლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვაკეთს, მონტენეგროს, კვიპროსს, ხორვატიას, რუმინეთს, ალბანეთს, თურქეთს.
მსოფლიო ქვეყნების მთავრობათა ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა შეფასდა 5 კრიტერიუმით: კეთილსინდისიერი ლიდერობა; გრძელვადიანი ხედვა; ადაპტაციის უნარი; სტრატეგიული პრიორიტეტიზაცია; ინოვაცია. საქართველოს ხელისუფლება კეთილსინდისიერი ლიდერობით მსოფლიოში 38-ე ადგილზე გავიდა, გრძელვადიანი ხედვით 16-ე პოზიცია დაიკავა, ხოლო ადაპტაციის უნარით მსოფლიოში მე-11 ადგილზე გამწესდა.
ევროკომისიის ვებგვერდზე წარმოდგენილია საკითხის ასეთი განმარტება:
“ლიდერობა ქმნის განსხვავებას. ის, თუ რას გადაწყვეტენ, იტყვიან და გააკეთებენ საჯარო სექტორის ლიდერები, გავლენას ახდენს მათ მიმართ საზოგადოების ნდობაზე. კარგი ლიდერები ქმნიან და ინარჩუნებენ პატიოსნების, კომპეტენციის, მსახურების კულტურას. მათ აქვთ მკაფიო წარმოდგენა საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გზების შესახებ მათი მმართველობისა და ქვეყნისათვის. ისინი ავითარებენ შორსმჭვრეტელობას, რომელიც საჭიროა ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების განჭვრეტისათვის”.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი სინგაპურში მდებარეობს.
ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.
სიახლეები
- “ხაზარაძე ვირტუალურ არაბ ურდოებს რომ ებრძვის, ამაზე სევდიანი მარტო არაჟნის კონტეინერით შემოგელვებული და “ჯღან უცხოელებთან” მებრძოლი მიშა იყო” - თამარ ჩერგოლეიშვილი
 - “ეს არის ჯგუფი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ახლა სურთ, რომ EMAAR-ის გრანდიოზულ ინვესტიციას შეუშალონ ხელი” - წილოსანი “ლელოზე”
 - 138 დრონი და 12 რაკეტა - რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს
 - „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორი ვაკო ავალიანი კატარში ელჩად ინიშნება
 - მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
 
		
											
											
		  	
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															