ხაზარაძე/ჯაფარიძის პარტნიორმა, აშშ-ში წაგებული არბიტრაჟის თანხა, 6,584,848 დოლარი საქართველოს გადაუხადა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ხაზარაძე/ჯაფარიძის პარტნიორმა, აშშ-ში წაგებული არბიტრაჟის თანხა, 6,584,848 დოლარი საქართველოს გადაუხადა. კანონმდებლობით, მათ შეეძლოთ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება, მაგრამ ეს არ გააკეთეს.
როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა რამდენიმე კვირის წინ ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
„ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი – ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.
საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ:
პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები.
პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი.
მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კანონიერი: ინვესტორს მრავალჯერ გადაუვადდა მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადები. დამტკიცებულად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში განუხრელად უჭერდა მხარს ანაკლიის პროექტის განხორციელებას.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ინვესტორების (მათ შორის, ამერიკული საინვესტიციო ფონდის) მოზიდვაში სახელმწიფოს ხელი არ შეუშლია.
აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანაკლიის კონსორციუმმა სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟში წააგო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდნენ.
პარიზის არბიტრაჟმაც სრულად უარყო მომჩივნების მოთხოვნები და პირიქით, მათ დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ გაუსაჩივრებიათ, მათ დაკისრებული თანხაც გადაიხადეს, რითაც ფაქტობრივად აღიარეს, რომ ანაკლიის პორტი მათი ბრალეულობით ვერ განხორციელდა“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ 31 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- “უკრაინის ომის დაწყების დღიდან ვაკონტროლებთ, რომ სანქცირებულ კომპანიებთან არ იყოს საქართველოს აფილირებული; თუმცა ვხედავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ყველა ვაჭრობს რუსეთთან” – შალამბერიძე
- “არქიმანდრიტი დოროთე გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად” – ილია მეორე
- „გთხოვთ არ ჩამეხუტოთ, მტკივა ყველაფერი...“ - ნინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა
- ოქროს ფასი კლებას განაგრძობს – რა ღირს 1 გრამი
- „შექმენი განსაცდელი ქვეყნისთვის“ – ეს არ არის ის სიტყვები, რომელთაც სასულიერო პირი უნდა ამბობდეს” - ვოლსკი დოროთე ყურაშვილზე
