პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება ცნო
პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება ცნო. საუბარია 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლის მანდატის ცნობაზე. საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.
პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტის გამოკლებული წევრის დიმიტრი ცქიტიშვილისადგილმონაცვლე არის გელა აბულაძე, ანა ბუჩუკურის ადგილმონაცვლე - ჯემალ ანანიძე, ბექა ლილუაშვილის ადგილმონაცვლე - ქეთევან ბაკარაძე, ბერდია სიჭინავას ადგილმონაცვლე - რუსუდან თევზაძე, თეონა აქუბარდიას ადგილმონაცვლე - მალხაზ თორია, ნათია მეზვრიშვილის ადგილმონაცვლე - შალვა კერესელიძე, ლევან გოგიჩაიშვილისადგილმონაცვლე - სალომე კობალაძე, გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე - გიგა ფარულავა, ზვიად ძიძიგურის ადგილმონაცვლე - ვიკა ფილფანი, როინ ქოჩორაშვილის ადგილმონაცვლე - გიორგი შარაშიძე, კახა ქემოკლიძისადგილმონაცვლე - თამარ ხვედელიანი, ხოლო ზაზა თავაძისადგილმონაცვლე - სოფიო ხორგუანი.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, 2 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით შეუწყდათ.
XI მოწვევის პარლამენტში მანდატი ჯამში, პარლამენტის 61 ოპოზიციონერ წევრს შეუწყდა. ოპოზიციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების კანონიერება, პარლამენტის ლეგიტიმურობა არ ცნო და პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა.
პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ სხვა ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებებისგან განსხვავებით, საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. შესაბამისად, პარლამენტის დღის წესრიგში მათი გამოკლებული წევრების უფლებამონაცვლეთა ცნობის საკითხი დადგა.
სიახლეები
- “2012 წლამდე, კონკრეტული პარტიები, ვისზეც არის საუბარი, წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს” - კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე
- “საქართველოში პორნოლიბერალების წინამძღოლი! ეკლესიის ერთადერთი ქომაგი 30 წელი ლოცვის გარეშე, „უფალო შემიწყალე“ არ უთქვამს! ისე ჩამალპო ცოცხლად ციხეში!” - გოგა ხაინდრავა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე
- “დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილებისა და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებას” - დავით ერემეიშვილი
- “მივდივარ საპატრიარქოსთან, მაგრამ არ დავესწრები სხდომას, თუ მედია არ დაესწრება” - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- რუსეთის რეგიონებში დრონებით შეტევა იყო ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების რაიონებში
