"კახი, დამშვიდდი, დადინჯდი - დაელოდეთ ხალხის განაჩენს" - ლევან ხაბეიშვილი

სწორად გეშინია, დაგველოდეთ, 4 ოქტომბერს ივანიშვილი, შენ და შენნაირი „კუდაბზიკები“ დაელოდეთ ხალხის განაჩენს, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერს, კახა კალაძე.

ხაბეიშვილის შეფასებით, კახა კალაძე „აბსოლუტურ ისტერიკაშია“.

„ეს კაცი ამ „ბრიქაობის“ ნაცვლად, დაინტერესებული რომ იყოს, ნოემბერ-დეკემბერში ადამიანები რომ დაასისხლიანეს, ერთი საქმე გამოეძიებინათ - ჟურნალისტები რომ დაასახიჩრეს, ქუჩაში რომ დასდევდნენ, მათ შორის თქვენს კოლეგებს, მაკა ჩიხლაძეს, გურამ როგავას, ერთი საქმე რომ ჰქონდეთ გამოძიებული, ვიტყოდი, რომ ადეკვატურად „იწელება“ ეს კაცი, მაგრამ რაც ვნახე, აბსოლუტურ ისტერიკაშია. „აბა, გაბედეთ“- იძახის და უკაცრავად, ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელიც კანონს და კონსტიტუციას გადადის. ესენია ის ხალხი, ვისაც კანონიც ფეხებზე ჰკიდიათ და კონსტიტუციაც, მძარცველები არიან და ეს არის მათი ყოველდღიურობა. კახი, ჩვენ გავბედავთ იმას, რომ თქვენ ვეღარ გაბედავთ ადამიანების წამებას. ჩვენ გავბედავთ იმას, რომ თქვენ ვეღარ მოიტაცებთ ჩვენს მოქალაქეებს და მერე სისხლის გუბეებს ვერ დააყენებთ ე.წ. პოლიციის ავტომობილებში. კი, ამას გავბედავთ და თქვენ არ წაგიცდეთ ხელი. დამშვიდდი, დადინჯდი, ეს ისტერიკა ცუდია, გუნდში გეტყვიან, რომ შენი გამომეტყველება ძალიან მშიშარა, მხდალი კაცის გამომეტყველებას ჰგავდა. სწორად გეშინია, დაგველოდეთ, 4 ოქტომბერს ივანიშვილი, შენ და შენნაირი „კუდაბზიკები“ დაელოდეთ ხალხის განაჩენს. მუდმივად ჩვენ და ხალხი ელოდება, ვის რამდენს მოჰპარავთ, ვის რამდენს მიუსჯით, ვის დაიჭერთ და ფიზიკურად გაუსწორდებით, 4 ოქტომბერს ახლა ჩვენ დაგველოდეთ, რა განაჩენს გამოვიტანთ. მათი მოწოდებებია, რომ „აბა, გაბედეთ უკანონობა“- არა კახი, აბა თქვენ გაბედეთ და ქართველ ხალხზე აღმართეთ ხელი. ამ შემთხვევაში, ნამდვილად მიიღებთ მრისხანებას“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის დაპირებები ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით მათივე მხარდამჭერების შესაგულიანებლადაა გამიზნული. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, თუ ვინმე კანონის საწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესი სამართლებრივი პასუხი გაეცემა. „ეს განცხადებები კეთდება თავიანთი მხარდამჭერებისთვის, რომ რაღაცნაირად შეაგულიანონ. ათას სისულელეს ამბობენ. ძალიან მარტივად ვიტყვი: აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ - გაეცემათ შესაბამისი პასუხი და უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი, ცხადია, კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წაკითხვა 167 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 07 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.