"საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
4 ოქტომბერს ნახავთ ვინ, როგორ დაისჯება, როგორი ტონიც არ უნდა ჰქონდეს “ქართულ ოცნებას”, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” „ისტერიკა მიანიშნებს“ იმას, რომ მათ ძალიან ეშინიათ 4 ოქტომბრის აქციის და ძალიან ეშინიათ გაბრაზებული საქართველოს მოქალაქეების”.
“4 ოქტომბერს ნახავთ ვინ, როგორ დაისჯება, როგორი ტონიც არ უნდა ჰქონდეს “ქართულ ოცნებას”. “ქართული ოცნების” ეს ისტერიკა მიანიშნებს იმას, რომ მათ ძალიან ეშინიათ 4 ოქტომბრის აქციის და ძალიან ეშინიათ გაბრაზებული საქართველოს მოქალაქეების. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გვაქვს ყველანაირი კონსტიტუციური უფლება, რომ ეს რუსული რეჟიმი, რომელიც ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული, მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ”, - აღნიშნა წითლიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეიძლება დამხობა მოხდეს მშვიდობიანად, წითლიძემ უპასუხა, რომ “ზუსტად ისე, როგორც მოხდა ვარდების რევოლუცია”.
“ზუსტად იმას, როგორც ვარდების რევოლუცია მოხდა - მშვიდობიანად, ხალხის ერთობით და ბრძოლით. ზუსტად ამას ვგულისხმობთ და ზუსტად ასე ვუყურებთ”, - აღნიშნა ანა წითლიძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის დაპირებები ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით მათივე მხარდამჭერების შესაგულიანებლადაა გამიზნული.
„ძალიან მარტივად ვიტყვი: აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ - გაეცემათ შესაბამისი პასუხი და უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი, ცხადია, კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
