“იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის და არა „დიფ სთეითის” სამსახურში, როგორც ამას ყოფილი ელჩები აკეთებდნენ გასული წლების განმავლობაში” - ირაკლი კობახიძე
როგორც კი აშშ-ის საელჩო ჩამოყალიბდება, თუ ვის ემსახურება, ემსახურება ტრამპის ადმინისტრაციას, თუ „დიფ სთეითს”, მაშინვე ექნება რეაგირება ასეთ ფაქტებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აქციის მონაწილეების მხრიდან კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით ცინიკურ განცხადებებსა და აღნიშნულ საქმეზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში აშშ-ის ელჩი დანიშნული არ არის და გარკვეული კუთხით ბუნდოვანებაა საელჩოში.
„ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში საელჩო. დღეს, ელჩი დანიშნული არ არის, ამიტომ არის გარკვეული კუთხით ბუნდოვანება საელჩოში. იმედი მაქვს, როცა ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის და არა „დიფ სთეითს” სამსახურში, როგორც ამას ყოფილი ელჩები აკეთებდნენ გასული წლების განმავლობაში,”- განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა
- ნიუ-იორკის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქალაქის მერი გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 34 წლის ზოჰრან მამდანი
- ,,ევროპას სხვა მიზნები აქვს და რასაკვირველია, ეს დოკუმენტიც ამ მიზნისა და გეგმის აღსრულებისკენ არის მიმართული"- გიორგი ვოლსკი
- გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა
- აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა
