“საქართველო არავისთვის არის დაბალი ღობე, მათ შორის, არც ევროკავშირისთვის” – შალვა პაპუაშვილი
“საქართველო არავისთვის არის დაბალი ღობე, მათ შორის, არც ევროკავშირისთვის. ქართველ ხალხს თუკი რაიმე აღიზიანებს, თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის, რომ მას ზემოდან უყურებენ”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან განმარტა, დემოკრატია საქართველოს არ ესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, სადაც, ყველა რეიტინგთან შედარებით, საქართველო მათ უსწრებს სხვადასხვა მიმართულებით.
„აქ გარკვეულ პარალელებსაც ვხედავთ იმასთან, რაც დღეს ამერიკაში ხდება. ლიბერალების მხრიდან, როდესაც ქილიკობენ ადამიანის სიკვდილზე, ზუსტად იგივე მორალის, იგივე სახის მქონე ადამიანებთან გვაქვს საქართველოში საუბარი. ფაქტია, რომ მათ ეს ადამიანი ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. ეს ყველაფერი შეიძლება, ევროკავშირის ელჩმა არ იცოდა, რომ ის აფინანსებს ადამიანს, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანების გარდაცვალებაზე, მაგრამ ხომ გაიგო, რამდენიმე დღეა. იმ განცხადებებზე ალბათ უარესია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ ჰერჩინსკისგან ვხედავთ. ეს არის სწორედ ის პრობლემა, რაზედაც ვსაუბრობდით. ერთი მხრივ, როდესაც კარგი საქმეები კეთდება მათი დაფინანსებით, ამით თავს იწონებენ, ფოტოებს იღებენ, მაგრამ ირკვევა, რომ მათი დაფინანსებული ადამიანები პოლიტიკური მკვლელობისკენ მოუწოდებენ, იქ ჩუმდებიან და ემალებიან ქართულ საზოგადოებას.
ჩემი სურვილი იქნებოდა, ნაცვლად იმისა, რომ პაველ ჰერჩინსკი დაემალოს ქართველ ხალხს, უპასუხოს ამ კითხვებს. კითხვა მარტივია – აპირებს თუ არა ის, გააგრძელოს იმ ადამიანის დაფინანსება, ევროკავშირის მოქალაქეების ფულით, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანის სიკვდილზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა
- ნიუ-იორკის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქალაქის მერი გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 34 წლის ზოჰრან მამდანი
- ,,ევროპას სხვა მიზნები აქვს და რასაკვირველია, ეს დოკუმენტიც ამ მიზნისა და გეგმის აღსრულებისკენ არის მიმართული"- გიორგი ვოლსკი
- გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა
- აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა
