“ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
“საუბარია საკმაოდ დიდ თანხებზე, ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი. ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. „მშვიდობიან დამხობებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი ელენე ხოშტარიას მამის ანგარიშზე რუსეთიდან ჩარიცხულ თანხებზე საუბრისას აცხადებს.
როგორც ის ამბობს, თვითონ თანხებიც კითხვას აჩენს.
”საუბარი არის საკმაოდ დიდ თანხებზე. ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი. ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. „მშვიდობიან დამხობებს“, რევოლუციებს და ა.შ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისითაც ეს გარკვეული მოკვლევის საკითხი უნდა იყოს“, – ამბობს კახიანი.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია შსს-მ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 15 სექტემბერს დააკავა.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
