“ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე” - შალვა პაპუაშვილი

რას გვეუბნება პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკული რადიკალური ჯგუფის „ანტიფა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება და მისი დაფინანსების სქემებზე გამოძიების დაწყება? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ცხადი ხდება, რომ წინა ადმინისტრაციების ნასაზრდოებ რადიკალიზმის იდეოლოგიას ამერიკაში სათავეს უკეტავენ.

 

მისი თქმით, ამ იდეოლოგიის საცეცების დასასრული სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, დგება.

 

„რას გვეუბნება პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკული რადიკალური ჯგუფის „ანტიფა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება და მისი დაფინანსების სქემებზე გამოძიების დაწყება?

 

ცხადი ხდება, რომ წინა ადმინისტრაციების ნასაზრდოებ რადიკალიზმის იდეოლოგიას ამერიკაში სათავეს უკეტავენ და ამ იდეოლოგიის საცეცების დასასრული სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, დგება. ეს გამოფხიზლება იმის აღიარების შედეგია, რომ რადიკალიზმი შეუქცევადია და მისი საბოლოო გაჩერება ტერორიზმია.

 

რადიკალიზმის ხელშეწყობა უნდა შეწყდეს. დემოკრატიის გადარჩენა არა რადიკალიზმის დათმენაში, არამედ მის აღკვეთაშია, რადგან დღევანდელი რადიკალიზმი ხვალ ტერორიზმად მოგვევლინება.

 

ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ის ადმინისტრაციას და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე და დაუბრუნდეს ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს, რადგან რადიკალიზმის ქართან მოთამაშეები, ადრე თუ გვიან, ტერორიზმის ქარიშხალს იმკიან“, - წერს პაპუაშვილი.

 

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ულტრამემარცხენე ანტიფაშისტურ მოძრაობას „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს.

 

„მოხარული ვარ, ვაცნობო ჩვენს მრავალრიცხოვან აშშ-ის პატრიოტებს, რომ „ანტიფას“, ავადმყოფურ, საშიშ, რადიკალურ მემარცხენე კატასტროფას, მსხვილ ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ. ასევე, გავცემ მკაცრ რეკომენდაციას, რომ „ანტიფას“ დამფინანსებლები საფუძვლიანად გამოიძიონ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად,“ - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

წაკითხვა 112 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 18 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.