“ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას” - წილოსანი “ნაცმოძრაობაზე”
“ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას”, – ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა და ვაშინგტონში „ნაცმოძრაობის“ წევრების ვიზიტს გამოეხმაურა.
„იმ პირობებში, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ არჩევნების გზით მოსვლის შესაძლებლობა ნული აქვთ, ერთადერთი რაც დარჩენიათ, ეს არის ფულით დაკვეთილი სტატიები, დეზინფორმაციის იმედზე დარჩნენ. ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანასა და მის ხელისუფლებას“, – აცხადებს წილოსანი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ვაშინგტონშია და კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრებს მართავს.
სიახლეები
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა
- ნიუ-იორკის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქალაქის მერი გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 34 წლის ზოჰრან მამდანი
- ,,ევროპას სხვა მიზნები აქვს და რასაკვირველია, ეს დოკუმენტიც ამ მიზნისა და გეგმის აღსრულებისკენ არის მიმართული"- გიორგი ვოლსკი
- გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა
- აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა
