“ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ!” - კახა კალაძე ანა წითლიძის განცხადებაზე
ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - როგორ შეიძლება ანა წითლიძისგანცხადება შეაფასო?! 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას! - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძეანა წითლიძის განცხადებას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ „გდდ-ის 4 ათასი თანამშრომელი ვერ მოერევა საქართველოს ათასობით მოქალაქეს, თუ ის გაბედავს, რომ ხელი აწიოს მათზე“.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა გაგრძელდება.
„ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ. როგორ შეიძლება ანა წითლიძისგანცხადება შეაფასო?! 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას. „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს დედაქალაქში. შენარჩუნებული იქნება სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა გაგრძელდება“, - აღნიშნა კალაძემ.
მისივე შეფასებით, „ოპოზიცია არ არსებობს“.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები 4 ოქტომბერს აპირებენ მშვიდობიანად იდგნენ და დაასრულონ რეჟიმი.
„აქციაზე მოდიან საკუთარი შვილებით, ოჯახის წევრებით, მაშინ ე.წ. ხელისუფლებამ და სპეცრაზმმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ. ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც დაჩაგროს რეჟიმმა. გდდ-ის 4 ათასი თანამშრომელი ვერ მოერევა საქართველოს ათასობით მოქალაქეს, თუ ის გაბედავს, რომ ხელი აწიოს მათზე“,- აღნიშნა წითლიძემ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
