“ჩვენი დაბრუნების გზა გვესახება, რომ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაა - ამისთვის საჭიროა საქართველოში გაბატონებული რუსეთის მეხუთე კოლონის, რუსული ბანდის საქართველოს ხელისუფლებიდან ჩამოცილება” - გიორგი ბარამიძე
32 წლის წინ, რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა სოხუმის ოკუპაცია მოახდინეს, დღეს ჩვენ აქ ვართ გმირთა მემორიალზე, რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები და მათ წინაშე კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ სოხუმი საქართველოა, აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტი და მტერია და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავდოთ პირობა - ჩვენ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციას გამოიწვევს.
„დღეს 27 სექტემბერია, 32 წლის წინ, რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა მოახდინეს სოხუმის ოკუპაცია. დღეს ჩვენ აქ ვართ გმირთა მემორიალზე, რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები და მათ წინაშე კიდევ ერთხელ ვთქვათ - სოხუმი საქართველოა, აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტი და მტერია და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავდოთ პირობა, რომ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით და ჩვენი დაბრუნების გზა გვესახება, რომ არის საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია და ამის მეშვეობით საქართველო შეძლებს თავის მეგობრებთან ერთად მშვიდობიანად მოახდინოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ყველა დევნილის და ლტოლვილის თავის სახლ-კარში დაბრუნება, ამისათვის კი საჭიროა საქართველოში გაბატონებული რუსეთის მეხუთე კოლონის, მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის საქართველოს ხელისუფლებიდან ჩამოცილება, ამიტომ ეს ყველაფერი არის ურთიერთკავშირში და ჩვენი ვალია საქართველო გავათავისუფლოთ ჯერ თბილისში და შემდგომ გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც მიგვიყვანს სოხუმამდე, სოხუმისა და აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, ასევე ბუნებრივია დეოკუპაციამდე და გათავისუფლებამდე“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
სიახლეები
- “ეს იყო ტრაგიკული მოვლენები, თუმცა ეს დღე შეგვახსენებს მრავალი ქართველის გმირობას” - ირაკლი კობახიძე სოხუმის დაცემაზე
- ე.წ. კოლექტიური ნაცმოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად სასამართლოს ოქტომბერში მიმართავენ
- “მივმართავ ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველს: მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის - პროტესტში ვიქნებით ერთად, მაგრამ ამ არჩევნებს ნუ გამოტოვებთ” - მამუკა ხაზარაძე
- სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა
- “ბიძინა ივანიშვილი როდესაც პრემიერი იყო, შემდეგ პარტიის ხელმძღვანელი, ყოველთვის უხსნიდა დიპლომატიურ კორპუსს, რომ წითელი ხაზი იყო ეროვნული ინტერესი და არავის დაარღვევინებდა” - თეა წულუკიანი