“არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი, როგორც გასული 13 წლის განმავლობაში იყო წარუმატებელი რევოლუციური მცდელობები, ასევე იქნება წელსაც” - ირაკლი კობახიძე
ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უცხოური სპეცსამსახურები მუშაობენ აპრობირებული მეთოდებით.
„ამ მუშაობის მიზანია საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება, თუმცა ყველას მინდა დავპირდე, რომ როგორც გასული 13 წლის განმავლობაში იყო წარუმატებელი რევოლუციური მცდელობები, ასევე იქნება წარუმატებელი წელსაც და მომდევნო წლების განმავლობაშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
