“მნიშვნელოვანია, დიდმა ბრიტანეთმა დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ” - თინა ბოკუჩავა
მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დიდ ბრიტანეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრების შემდგომ განაცხადა.
ბოკუჩავას განცხადებით, დიდი ბრიტანეთის სანქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან „ივანიშვილის დიდი ოდენობის აქტივები ბრიტანეთში და ოფშორულ ტერიტორიებში აქვს“.
„რამდენიმე წუთის წინ დავასრულე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სანქცირების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე ვისაუბრეთ. ამასთან, იმაზე, რომ ის შეეხოს თავად ივანიშვილსა და მის ფინანსურ გარემოცვას, მის ელიტას, პროპაგანდისტებს. დიდი ბრიტანეთის სანქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ივანიშვილის დიდი ოდენობის აქტივები ბრიტანეთში და ოფშორულ ტერიტორიებში აქვს.
ამიტომ, სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და დაჩქარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. აგრეთვე, ვისაუბრეთ ე.წ. ვაიმარ პლუსის თანამშრომლობის ფორმატზე, სადაც დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი ძალისხმევას გააძლიერებენ. ამასთან, თანამშრომლობასა და კოორდინაციას, რათა ავტოკრატიულ რეჟიმზე ეფექტიანად განახორციელონ წნეხი. ასევე, საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ დემოკრატიული ევროატლანტიკური განვითარების გზას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
