October 3, 2025

ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ამავდროულად საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება. 

 

იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები საპატიმროში არიან, დამოუკიდებელი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ კი შემზღუდველი კანონებია ამოქმედებული, ივანიშვილი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაა.

 

„4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის.

 

დღეს გვაქვს შესაძლებლობა 2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება საბოლოოდ, მშვიდობიანადვე გავაფორმოთ, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ!“ - აცხადებს ივანიშვილი.

 

მის ვრცელ განცხადებაში ასევე საუბარია მტრისა და მეგობრის გარჩევაზე:

 

„დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ - მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღწვის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს“.

 

4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ კი არა.

 

მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს - რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.

წაკითხვა 110 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 01 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.