პაატა ბურჭულაძემ დაასახელა 4 ოქტომბრის დემონსტრაციის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა
თბილისში დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, ყოფილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ დაასახელა საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა.
ესენი არიან:
- ირაკლი ნადირაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი", თბილისის საკრებულოს სამი მოწვევის დეპუტატი;
- მურთაზ ზოდელავა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, მე-7 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი მთავარი პროკურორი. 2025 წლის 11 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა დააკავეს ლევან ხაბეიშვილთან ერთად - სასამართლომ ზოდელავა 13 სექტემბერს 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა;
- ლაშა ბერიძე -პოლკოვნიკი, ავღანეთში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილე;
- პაატა მანჯგალაძე - მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი;
- პაატა ბურჭულაძე - საოპერო მომღერალი (ბანი), მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელი, ამჟამად მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ერთ-ერთი სპიკერი.
"ჩვენ ვართ ეს ხალხი, ვინც ვაკეთებთ ამის [დემონსტრაციის] ორგანიზაციას, ჩვენგან არის ეს მომავალი ნაბიჯები და ამას უნდა გავყვეთ ყველა და მიგვიყვანს გამარჯვებამდე", - თქვა პაატა ბურჭულაძემ.
მურთაზ ზოდელავა: "ეს არის საორგანიზაციო ჯგუფი, რომლის მხრიდანაც წამოსული ინიციატივები არის ის ინიციატივები, რომელსაც უნდა გავყვეთ დღეს, 4 ოქტომბერს, გამარჯვებისკენ."
პაატა მანჯგალაძე: „ეს არის საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც იქნება ხალხის ნების აღმსრულებელი.“
დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში იგეგმება დემონსტრაცია, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ასევე იყო პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, აქციასა და ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის „$200 000-ის შეთავაზების“ ბრალდებით. ბრალის წაყენების შემდეგ გაირკვა, რომ მას ედავებიან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასაც.
სიახლეები
- 15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე 35 139 ამომრჩეველი მივიდა
- თბილისში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სამი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს, მათ შორის არასრულწლოვანია
- ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა
- “როგორც რადიკალური ოპოზიცია უცხადებს ბოიკოტს არჩევნებს, ისე რადიკალური „ენჯეოები“ არდაკვირვების მხრივ - საარჩევნო თაღლითები თუ არ დააკვირდებიან, ამით არაფერი დააკლდება არჩევნებს” - შალვა პაპუაშვილი
- “მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში” - შსს