სენი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა მოვიშოროთ, იგულისხმება შესაბამისი პარტიები, უცხოელი აგენტები, სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული უნივერსიტეტი, ორგანიზაციები, „ფარი“, „ერთობა“ - ირაკლი კობახიძე
დამხობის მცდელობა ჩავარდა- 4 წლის განმავლობაში „ნაცებმა“ 5-ჯერ სცადეს უკვე ხელისუფლების დამხობა, „მაიდნის“ მოწყობა, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და ამას გაეცა საკადრისი პასუხი გუშინ სახელმწიფოს მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში საბოლოოდ უნდა განეიტრალდეს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ იმისთვის, რომ ქვეყანაში დამყარდეს ჯანსაღი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა.
„როგორც მოგეხსენებათ, დამხობის მცდელობა ჩავარდა. გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უკვე „ნაცმაიდნის“ მოწყობის მეხუთე მცდელობა ჩვენს ქვეყანაში. 4 წლის განმავლობაში „ნაცებმა“ 5-ჯერ სცადეს უკვე ხელისუფლების დამხობა, „მაიდნის“ მოწყობა, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და ამას გაეცა საკადრისი პასუხი გუშინ სახელმწიფო მხრიდან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩევლის მიმართ, საბოლოოდ მოვაშოროთ ეს სენი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას. კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, იგულისხმება ყველა უცხოელი აგენტი, რომელიც არ ასვენებს ჩვენს ქვეყანას, ამაში იგულისხმებიან ის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური სპეცსამსახურების ინსტრუქციებით და დაფინანსებით, მათ შორის, ამისთვის გამოიყენება სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული ერთ-ერთი უნივერსიტეტი, ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის, მაგალითად, „ფარი“, „ერთობა“ და ა.შ. ეს არის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომელთა მეშვეობით, გასული ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა, 50, 100, 150 კაცის მიერ ქუჩის გადაკეტვა. რა თქმა უნდა, ეს არასწორია - 110 კაცმა არ შეიძლება მილიონ ასი ათას კაცს გადაუკეტოს ქუჩა. მიზანი იყო სახელმწიფოს, ქვეყნის, ეკონომიკის დაზიანება. ამას ვერ ახერხებდნენ წარმატებით, მაგრამ რაღაც ზიანს მაინც აყენებდნენ ქვეყანას და სახელმწიფოს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მილიონ ასი ათასზე მეტი ამომრჩევლის მიმართ, რომ მთლიანად გავანეიტრალოთ ეს პოლიტიკური ძალა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უცხოური აგენტურა, ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ საქართველოში საბოლოოდ შედგეს სრულიად ჯანსაღი და ჯანმრთელი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- “საკმარისი არ არის იმის ჩვენება, რატომ უნდა ჩამოსცილდეს „ოცნება“ ხელისუფლებას, გვჭირდება დემონსტრაციაც, რა შეიცვლება ამის შემდეგ და იმისაც, რომ გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ცვლილებების გაძღოლას შეძლებენ - ბრძოლა გრძელდება” - ლევან ცუცქირიძე
- დაკავებულია კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია
- მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და UFC-ს საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა
- არჩევნების პირველადი შედეგებით, ყველა მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნება” იმარჯვებს
- “ოპონენტებმა დაიწყეთ არჩევნებისთვის მზადება უკვე დღეიდან – მათ, ვინც თავისუფლებაზე დარჩებით და პარტიაც კვლავ გექნებათ, რასაკვირველია; ბაჩო ახალაიას დასაღვრელი სისხლი არ აქვს საქართველოს” – თეა წულუკიანი