“საკმარისი არ არის იმის ჩვენება, რატომ უნდა ჩამოსცილდეს „ოცნება“ ხელისუფლებას, გვჭირდება დემონსტრაციაც, რა შეიცვლება ამის შემდეგ და იმისაც, რომ გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ცვლილებების გაძღოლას შეძლებენ - ბრძოლა გრძელდება” - ლევან ცუცქირიძე
დღეს პროტესტის 312-ე დღეა, ჩვენი ბრძოლა მართალია და ის გრძელდება - ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე მთავარი პასუხისმგებელი ივანიშვილის პარტიაა, ის მას თავს ვერც აარიდებს და ვერც სხვას გადააბრალებს, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე აცხადებს.
„მეგობრებო, „თავისუფლების მოედანი“ ამ ბრძოლაში მოვიდა არა მხოლოდ „ოცნების" პოლიტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ იმის შესაცვლელადაც, თუ როგორ იქმნება პოლიტიკა. ეს არაერთხელ მითქვამს.
ჩვენი წარმატებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ იმის ჩვენება, თუ რატომ უნდა ჩამოსცილდეს „ოცნება" ხელისუფლებას. ჩვენ გვჭირდება იმის დამაჯერებლად დემონსტრაციაც, თუ რეალურად რა შეიცვლება ამის შემდეგ და იმისაც, რომ გვყავს თანმიმდევრული და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ცვლილებების გაძღოლას შეძლებენ. ეს არც მარტივი გზაა და არც ყოველთვის სენსაციურად მიმზიდველი, მაგრამ ეს არის ერთადერთი სწორი გზა, თუკი წარმატებას გვინდა მივაღწიოთ.
ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენს წინააღმდეგობაში ბევრი ასეთი ადამიანი აღმოვაჩინე და ამიტომაც მჯერა ჩვენი საბოლოო წარმატების, მიუხედავად ყველაფრისა. ამ გზას "მოედანი" არ უღალატებს და მას თქვენთან - საქართველოს ღირსეულ და მამაც მოქალაქეებთან ერთად გავივლით, რაც არ უნდა რთული აღმოჩნდეს ის.
ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე კი მთავარი პასუხისმგებელი ივანიშვილის პარტიაა და ის მას თავს ვერც აარიდებს და ვერც სხვას გადააბრალებს.
დღეს პროტესტის 312-ე დღეა, ჩვენი ბრძოლა მართალია და ის გრძელდება“, - აცხადებს ცუცქირიძე.
სიახლეები
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
- ,,ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან"- დონალდ ტრამპი
- ,,ბატონი იაგო ხედავს ხეებს და ვერ ხედავს ტყეს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს – ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ"- შალვა პაპუაშვილი
