October 18, 2025

,,რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, მათ არ ესმით, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ მმართველობას"- ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებიდან 4 პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

მათივე ცნობით, რეჟიმის ამოცანა, პატრიოტების დაშინებაა.

„გუშინ საღამოს რუს კრიმინალთა და მოღალატეთა რეჟიმმა 15 სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოთხი წევრი: ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო მეგრელიშვილი, აბო ნავერიანი და კახა მჟავანაძე.

რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, რათა მათ საქართველოს რუსეთის მარიონეტული რეჟიმისგან გათავისუფლებისათვის ბრძოლა შეწყვიტონ.

მათ არ ესმით, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ მმართველობას, არასდროს შეეგუება კრიმინალთა ბანდის მიერ საქართველოს მისაკუთრებას.

მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება! სოლიდარობა და თანადგომა რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს! დიდება საქართველოს!“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა, ორი კი ჯერჯერობით მიმალვაში იმყოფება.

ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

წაკითხვა 240 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.