“მე ვარ გადატრიალების მსხვერპლი და ვიცი, რა უბედურებაა ეს ქვეყნისთვის - ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნებით და თითოეულ ქართველს უნდა სჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია” - ბადრი ჯაფარიძე

ძალადობრივ ქმედებას ყოველთვის გმობდა ევროპარლამენტი და პარტნიორები - მე ვარ გადატრიალების მსხვერპლი, როდესაც 1990-1992 წლებში პარლამენტის წევრი ვიყავი. მე ვიცი, რა უბედურებაა ქვეყნისთვის, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას, რომ დასავლეთი ძალადობას არ გმობს“.

მისივე თქმით, ძალადობას ყველა გმობს, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს.

 

„ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჰყოლოდა სინდისის პატიმრები, ადამიანები, რომელთაც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა უნდათ. ცხადია, კრიტიკა ამაზეა მიმართული. ძალადობრივ ქმედებას ყოველთვის გმობდა ევროპარლამენტი და პარტნიორები. მე თავად ვარ გადატრიალების მსხვერპლი, როდესაც 1990-1992 წლებში ვიყავი პარლამენტის წევრი. ამ გადატრიალების, რეალური დამხობა როცა მოხდა, ზოგი წევრი დღეს ხელისუფლებაშია. მე ვიცი, რა უბედურებაა ქვეყნისთვის, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და თითოეულ ქართველს უნდა სჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

 

ამასთან, ის „ქართული ოცნების“ რიტორიკას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „ცალკეულმა ევროპულმა სახელმწიფომ თუ პოლიტიკოსმა წაახალისა მშვიდობიანი დამხობა“.

 

„ეს არის კობახიძის სამარცხვინო რიტორიკა, რომელსაც გამარჯვებას ცივილიზებულ სამყაროში არავინ ეუბნება. ნახეთ, კანცლერი გვერდით ეჯდა და ორი წუთითაც არ ესაუბრა. როდესაც ევროპულ ბიუროკრატიას უწოდებ დემოკრატიულად არჩეულ ევროპულ მთავრობებს….თურმე ბიუროკრატიაა გერმანიის მთავრობა, საფრანგეთის მთავრობა, დემოკრატიულად არჩეული ადამიანები და წარმომადგენლები“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

წაკითხვა 123 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 10 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.