“რამდენიმე თვეა ჩამოვედი და ჩემი გადაადგილება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, ასე ვიცხოვრე ეს თვეები, პრობლემების გარეშე - ადვოკატი რა ჭირად მჭირდება?! სასამართლო არსებობს, კანონი, თუ რა? ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ!” - ბაჩო ახალაია
ადვოკატი რა ჭირად მჭირდება?! ადვოკატი არსებობს, სასამართლო არსებობს, კანონი არსებობს თუ რა? რამე არსებობს? არაფერი არ არსებობს, შესაბამისად ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ! - ამის შესახებ შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მისულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალიამ განაცხადა.
მან ასევე განმარტა, რატომ არ აირჩია მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა და აღნიშნა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს.
„ადამიანურად ძალიან მაღიზიანებს ვიღაც რომ გამოხტება და იტყვის პროკურატურაში არ მივალ, მივალ სასამართლოში. რა განსხვავებას ნახულობთ ამაში? ადვოკატი რა ჭირად მჭირდება? ადვოკატი არსებობს, სასამართლო არსებობს, კანონი არსებობს თუ რა? რამე არსებობს ? არაფერი არ არსებობს, შესაბამისად ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ!“.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ჩამოსვლის მომენტიდან მასზე მუდმივი მეთვალყურეობაა, შესაბამისად დასამალი არაფერი აქვს.
„მე ჩამოვედი რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში, ჩემი გადაადგილება, ყოფნა, მოძრაობა, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, ასე ვიცხოვრე ეს თვეები პრობლემების გარეშე, ღიად, თავისუფლად. ერთადერთი დისკომფორტს და პრობლემებს ქმნიდა ბავშვებისთვის, რომ მუდმივად ვიღაც გითვალთვალებს. ამიტომ არსად არც დასამალი მქონია არც არაფერი“, - განაცხადა ახალიამ.
კითხვაზე შეუთვალეს თუ არა მას, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, ახალაიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მასაც და მთელ საზოგადოებას შეუთვალა, რომ ან ქვეყანას დატოვებენ, ან დაპატიმრებულები იქნებიან.
„მე კი არა, ყველას შემოგითვალათ ბიძინა ივანიშვილმა, ან წახვალთ ციხეში, ან დატოვებთ ამ ქვეყანას, ან გარუსდებით“.
სიახლეები
- “მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში” - ბაჩო ახალაიას მეუღლე
- სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებულ 7 პირს პატიმრობა შეუფარდა
- მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
- “2024 წელს საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 970.8 ლარი შეადგინა” - საქსტატი
- 4 ოქტომბრის აქციის მონაწილე ვახო ფიცხელაურმა საპატიმროში შიმშილობა დაიწყო