"ევროკავშირში საუბარია კატასტროფულ მოვლენაზე, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა, იმედია, ეს ტენდენციები შეჩერდება" - ირაკლი კობახიძე
სტატისტიკა დამძიმებულია ბევრი მიმართულებით და აქ საუბარია საერთოდ კატასტროფულ მოვლენაზე, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა - სადამდე მიიყვანეს ევროპა და ევროკავშირი, ამას ხედავს ქართული საზოგადოება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგის თანახმად ევროკავშირში სქესის შეცვლის პროცედურები მარტივდება“.
ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ „ეს ტენდენციები შეჩერდება“.
„ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმ უმძიმეს ტენდენციებზე, რასაც ვხედავთ ევროკავშირში. ეს არის, პირველი, ეკონომიკური მძიმე ტენდენციები და მეორე - ტენდენციები, რომელიც უკავშირდება ევროპული იდენტობის დაკარგვას. ეს არის სრულიად მიზანმიმართული პროცესი, რომელიც, ევროპისთვის გარედან არის თავსმოხვეული. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს, სტატისტიკა დამძიმებულია ბევრი მიმართულებით და აქ საუბარია საერთოდ კატასტროფულ მოვლენაზე, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა. სადამდე მიიყვანეს ევროპა და ევროკავშირი ამას ხედავს ქართული საზოგადოება. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები შეჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროპას ემუქრება კიდევ უფრო მძიმე საფრთხეები.
ზოგადად ჩვენთვის არის შემაშფოთებელი ის ტენდენციები, რასაც ვხედავთ ევროპაში. თუ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ტენდენციებს, ამაზე ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას. დღეს რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"
- "მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ - მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ " - მეუფე იაკობი
- ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- "დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს სიყვარულით ვესაუბროთ" - 17 იანვარს წიგნის #მევარბედნიერიშენით პრეზენტაცია გაიმართა
- 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
