“როგორც მაშინ ასროლინა მთავრობამ ხალხს პიროტექნიკა, ახლაც მთავრობამ დაახვედრა მოჭრილი ღობე აქციის მონაწილეებს “ - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე
„დაპირისპირებას პროვოცირება გაუკეთა მთავრობამ. ღობეები იყო გადაჭრილი და შეიძლება ის პირველი, ვინც ღობე წააქცია მთავრობის ხალხი იყო“, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
არქიმანდრიტმა ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტის შეკითხვაზე, “იყო თუ არა დაპირისპირება 4 ოქტომბერს”, დოროთე ყურაშვილი პასუხობს, რომ „დაპირისპირება, პროვოკაცია მოაწყო მთავრობამ და ღობე იყო გადაჭრილი“. მან, ასევე, აღნიშნა, რომ როდესაც აქციაზე პიროტექნიკას ისროდნენ, ისინიც მთავრობის მიერ პროვოცირებული ხალხი იყო.
ასევე ამბობს, რომ ის მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობდა, „რომელიც უნდა მოხდეს“.
„როგორც მაშხალებს ისროდნენ თვითონ მთავრობის მიერ პროვოცირებული ხალხი, რომლებიც მთავრობამ შეიყვანა იქ და მაშხალები ასროლინა და მერე სხვები დაიჭირა, აი ასევე, მთავრობამ გამოიწვია თვითონ, რომ ეს მოჭრილი ღობე დაახვედრა და თავისმა ხალხმა გადაამტვრია ის. თავისი ხალხი შევიდა და თავისთავად აქციის მონაწილეები წამოეგნენ პროვოკაციას. ეს იყო იქ. მურთაზ ზოდელავა ღობის ჩასანგრევად იქ არ ჩასულა“.
სიახლეები
- საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ
- უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
- ,,შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ"- მეუფე ნიკოლოზი
- ,,საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა დაეკისრებათ” – აშშ-ის საელჩო
- სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება
