“ჩერგოლეიშვილი სასაცილოა, ყველა რომ ჩაირეცხოს და ეს დარჩეს ოპოზიციაში, თავი აქვს მოსაკლავი საქართველოს” - თაკო ჩარკვიანი
“კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა “ოპოზიციის ჩარეცხვასთან” დაკავშირებით.
როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, ჩერგოლეიშვილი რას იტყვის, სასაცილოა.
“თამარ ჩერგოლეიშვილი რას ამბობს, სასაცილოა. ჩაირეცხოს ოპოზიციაო და წარმოიდგინეთ, ყველა რომ ჩაირეცხოს, ოპოზიციის ყველა სპექტრს ვგულისხმობ და ეს რომ დარჩეს, მაშინ, თავი აქვს მოსაკლავი საქართველოს. რატომ?- მისი განცხადებებიდან გამომდინარე. ბევრი წელი დახარჯა საქართველომ ამ ცოლ-ქმარზე და იმიტომ ვართ ამ დღეში”.
სიახლეები
- საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ
- უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
- ,,შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ"- მეუფე ნიკოლოზი
- ,,საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა დაეკისრებათ” – აშშ-ის საელჩო
- სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება
