“ფეხებგაფარჩხული კეტავენ გზას, იმიტომ, რომ არ ყოფნით ადამიანები - შეუძლებელია, რომ 20 ადამიანი ძალადობდეს მილიონნახევრიან ქალაქზე” - შალვა პაპუაშვილი
ახლა ხედავთ ფეხებგაფარჩხული რომ კეტავენ გზას, იმიტომ, რომ არ ყოფნით ადამიანები. 20 ადამიანი ვერ იძალადებს 1.5 მილიონიან ქალაქზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი აზრი და თავისი პროტესტი.
„შეუძლებელია, რომ 20 ადამიანი ძალადობდეს მილიონნახევრიან ქალაქზე. შეკრებასა და მანიფესტაციას აქვს თავისი წესი. ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი აზრი, თავისი პროტესტი. როდესაც არის ის რაოდენობა, რომელიც ეტევა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე და ა.შ. გამოხატონ იქ. თუკი იქნება ის რაოდენობა რომლისთვისაც საკმარისი არაა, რომ ტროტუარმა დაიკავოს, შეუძლიათ ასევე გამოიყენონ ქუჩის ტერიტორია. ახლა ხედავთ ფეხებგაფარჩხული რომ კეტავენ გზას, იმიტომ, რომ არ ყოფნით ადამიანები. 20 ადამიანი ვერ იძალადებს 1.5 მილიონიან ქალაქზე. ვხედავთ, ფოტოები იყო გავრცელებული, რომ ჯაჭვსაც ვერ კრავენ, ცდილობენ, რაც შეიძლება გაიწელონ, რომ გადაკეტონ გზა.
საკითხი მარტივია, უნდა ვინმეს პროტესტის გამოხატვა? - კი ბატონო, გამოხატოს. კანონში წერია, რომ 20 ადამიანს უფლება აქვს გადაკეტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა? - წერია, რომ არა, აკრძალულია! იმიტომ შეგვაქვს, რომ კანონს დაემორჩილოს ყველა. საზოგადოება შეთანხმებულია, რომ ვისაც უნდა პროტესტის გამოხატვა, შეუძლია გამოხატოს. თუკი საკმარისი რაოდენობა ადამიანის არ არის, მან ქუჩა არ უნდა გადაკეტოს. ნათელია რეგულაცია. ვინც ამ რეგულაციას არღვევს, მნიშვნელოვანია, რომ იყოს ისეთი სახის რეაქცია ასეთი სახის დანაშაულზე, რომ ჰქონდეს პრევენციული დანიშნულება. რეაქცია, სანქცია უნდა იყოს ისეთი, რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული გადაცდომისა თუ დანაშაულის პრევენციას.
ვხედავთ, რომ არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფდა პრევენციას, ამიტომაც არის ეს გადაწყვეტილება მიღებული პარლამენტის მხრიდან, რომ ამ მხრივ გამკაცრდეს პოლიტიკა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
კირცხალიას თქმით, მონაწილეობა იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.
სიახლეები
- “ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს, ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ - ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია” - მიხეილ სააკაშვილი
- “სალომე ზურაბიშვილის მიერ პრაღაში გაჟღერებულმა საძაგელმა ტყუილმა ამხილა სახელმწიფო გადატრიალების უკან მდგომი უცხოელები გეგმა; არის სიჩუმე, რატომ არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს?” – პაპუაშვილი
- “დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს; ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით, ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ” – მეუფე შიო
- “იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე” - პრემიერი 4 ოქტომბრის მოვლენებზე
- “უცხოეთიდან წაქეზებული ჯგუფები ევროკავშირის დროშით აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის ატრიალებას” - შალვა პაპუაშვილი