,,დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი”, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს"- ირაკლი კობახიძე
დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი”, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ფორუმი არის პლატფორმა კონკრეტული შედეგებისთვის.
„ათი წლის განმავლობაში, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე გახდა დამაკავშირებელი რგოლი პოლიტიკასა და ბიზნესს შორის. აქ დაიბადა არაერთი ინიციატივა, რომელიც რეალურ პროექტებად გადაიქცა. ამის ნათელი მაგალითია წინა, 2023 წლის ფორუმზე მიღწეული შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მიერ ერთობლივი სარკინიგზო კომპანიის შექმნის შესახებ; ჩვენი პარტნიორის, აზიის განვითარების ბანკის 3-მილიარდიანი პორტფელი საქართველოში ასევე ამის დასტურია. დღეს შექმნილი სივრცეები შეხვედრებისთვის არის პირდაპირი მოწვევა ბიზნესისთვის, რათა ახალი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და ახალი, წარმატებული პროექტები დაიგეგმოს.
დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი”, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს.
მადლობას ვუხდი ფორუმის ყველა ორგანიზატორს გაწეული უდიდესი შრომისთვის. მადლობა თითოეულ დელეგატს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას სტუმრებს, რომელთა მონაწილეობაც ამ ფორუმს ასეთ მაღალ დონესა და საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს.
მჯერა, ეს ორი დღე ახალი იდეების, პარტნიორობის გაძლიერებისა და საერთო წარმატების დასაწყისი გახდება. ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- “რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი - დროა, ევროკავშირმა მიიღოს სანქციების ძლიერი პაკეტი, ასევე ველით მკაცრ სასანქციო ზომებს აშშ-სგან და „დიდი შვიდეულისგან“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
- მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 71 წლის აზა ჩილაჩავას, რომელსაც აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდნენ, სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
- რუსებმა ხარკოვში საბავშვო ბაღს დრონით დაარტყეს
- “პეტერ ფიშერის ჩარევა შიდა პროცესებში ყველანაირი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევა იყო” – წილოსანი