October 23, 2025

“50 ადამიანი თავის ნებას ვერ მოახვევს მილიონ ნახევრიან ქალაქს” - შალვა პაპუაშვილი მიმდინარე აქციებზე

„50 ადამიანი თავის ნებას ვერ მოახვევს მილიონ ნახევრიან ქალაქს,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მკაფიოა რა უნდა ქართველ ხალხს და დედაქალაქის მაცხოვრებლებს. თუკი ვინმე აქვს რაიმე სათქმელი და გამოსახატავი, ამისთვის არსებობს ფორმები და ამ ფორმების ფარგლებში უნდა იყვნენ.

 

„მკაფიოა რა უნდა ქართველ ხალხს და დედაქალაქის მაცხოვრებლებს. თუკი ვინმე აქვს რაიმე სათქმელი და გამოსახატავი, ამისთვის არსებობს ფორმები და ამ ფორმების ფარგლებში უნდა იყვნენ. ის, რაც გუშინ ვიხილეთ, აბსოლუტურად მიუღებელი ქცევები, აჩვენებს იმას, რომ არის მცდელობა მარგინალიზებულმა, დამარცხებულმა, შერცხვენილმა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საკუთარი ისტერია თავს მოახვია ქალაქს.

 

ეს არის დადგმული კადრები, მსახიობობა იმისთვის, რომ შეიქმნას ვიზუალი. თუ გადახედავდით სხვადასხვა სოციალურ მედიებს ნახავდით, რომ ამ კადრებს ქმნიან იმისთვის, რომ შემდეგ ატეხონ ისტერია. დღეს ისინი ჩავარდნილი არიან იმ მწყემსის როლში, რომელმაც იმდენჯერ იყვირა ტყუილად მგელი, მგელიო, რომ მათ არავინ უჯერებს ვინც რეალურად აანალიზებს საქართველოს მდგომარეობას“.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, როდესაც მოძალადეებს აგმირებენ, შემდეგ იღებენ ახალ მოძალადეებს.

 

„გუშინ ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც პოლიციის მანქანაზე აძვრა, ასევე ტაქსის მძღოლს უძვრებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი სისხლის სამართლის წესით დააკავეს, 2-დან 4 წლამდე ემუქრება მას ამ ქცევისთვის. ეს ადამიანი დღეს არის პირადი პატიმარი გუშინ ევროპარლამენტში ამ სამარცხვინო სპექტაკლისა, რაც ჩვენ ვიხილეთ. როდესაც მოძალადეებს აგმირებენ, შემდეგ იღებენ ახალ მოძალადეებს. როგორც ლაზარე გრიგორიადისი გააგმირეს და ერთი „მოლოტოვის კოქტეილის“ ნაცვლად მივიღეთ 10, ზუსტად ეს მოხდა გუშინ იმის გამო, რომ მოძალადეები გააგმირეს. ეს არის მათი დამსახურება, რომ წააქეზეს და ჩაადენინეს დანაშაული.

 

შემდეგ გამოვლენ ტრიბუნებზე თბილად, პანელურ დისკუსიას ჩაატარებენ, ალბათ ამ ქალბატონის სურათს სადმე აჩვენებენ, აიღებენ გრანტებს, დალევენ ყავას და ექნებათ სალონური საუბარი. ზუსტად ასეთი მსხვერპლები სჭირდებათ მათ, რომ ჰქონდეთ დაფინანსება, ფული, თვითონ იდგნენ ტროტუარზე ნინო ლომჯარიასავით და იცხოვრონ ამ ადამიანების ხარჯზე“.

წაკითხვა 129 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 23 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.