“ნაცებმა” თავისი თავი თვითონ გააქრეს, “ლელო” მე მგონი, თვითონ მიდის პოლიტიკიდან, საბოლოო ჯამში დავრჩით ჩვენ” - იაგო ხვიჩია
არ ვიცი, ეს უნდა მიხაროდეს თუ უნდა მწყინდეს, მაგრამ ადრე ხომ იყო „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, ახლა კი ვართ „ქოცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში განაცხადა.
„ნაცებიც“ ხომ აღარ არიან და აღარ არიან, თავიანთი თავი თვითონ გააქრეს; „ლელო“, მე მგონი, თვითონ მიდის პოლიტიკიდან, ალბათ რამდენიმე ხანში გააკეთებს განცხადებას ხაზარაძე, წავედი, კარგად იყავითო. გიჟი უნდა იყოს, რომ არ წავიდეს. ასეთი გიჟიც არ მგონია და ამიტომ ველოდები, რომ ხაზარაძე წავა. შესაბამისად, „ლელოსგან“ არაფერი არ დარჩება, „ნაცებისგან“ არაფერი არ არის დარჩენილი, საბოლოო ჯამში და დავრჩით ჩვენ. მე ეს კი არ მიხარია. იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან სუსტები ვართ იმისთვის, რომ ოპონირება გავწიოთ ყველაფერზე და გავუწიოთ თან ამხელა რესურსების მქონე ხელისუფლებას, მაგრამ სად არიან პოლიტიკოსები, მართლა სად არიან? თქვენი კოლეგები ნახეთ ოპოზიციურ არხებზე, პოლიტიკოსების მაგივრად ჰყავთ ვიღაც ახალგაზრდა აქტივისტები, ვიღაც დაკავებულის ოჯახის წევრები, ვიღაც ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსები თუ მოპოლიტიკოსო ელემენტები. არ არსებობენ პოლიტიკოსები, გაქრნენ, წავიდნენ. ზოგი ციხეში ზის და რომ გამოვლენ, მერე რა კონფიგურაციით გადალაგდებიან, ვერ გეტყვით ამწუთას და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ; „ენჯეოს“ დიდი ნაწილი, მე მგონი, წავიდა ან, რა ვიცი, სამსახური დაკარგეს და, შესაბამისად, ეძებენ ახალ სამსახურებს და ძალიან ცოტა ნაწილი ჩანს ფრონტზე. ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს უბრალოდ, ვინაიდან დაიმალნენ და ციხეში არ სხედან მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერი თვითონ დააანონსეს, ხალხი თვითონ დააჭერინეს, თვითონ წააქეზეს და მერე ვერ გაბედეს, წინ დამდგარიყვნენ, მათ ავტომატურად მოუწევთ პოლიტიკიდან გასვლა“.
სიახლეები
- ბრინჯი ბოსტნეულით
- “რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არაფერს კარგს არ იძლევა” - ლევან იოსელიანი
- სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ ერთ პირს 5 000-ლარიანი, ექვს პირს კი 3 000-3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
- “საქართველო არ იქნება პირველი შემთხვევა, სადაც ეს მოხდება, ასეთი რამ გერმანიაში, ესპანეთსა და თურქეთშიც მომხდარა” - ლევან იოსელიანი
- ინდოეთში სამგზავრო ავტობუსში ხანძარი გაჩნდა – დაიღუპა, სულ მცირე, 25 ადამიანი
