October 25, 2025

“საქართველო არ იქნება პირველი შემთხვევა, სადაც ეს მოხდება, ასეთი რამ გერმანიაში, ესპანეთსა და თურქეთშიც მომხდარა” - ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი რამ სხვადასხვა ქვეყანაშიც მომხდარა.

„ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების სისტემურ ფეხქვეშ გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, ვინც ამას ამართლებდა, იმ ადამიანების პოლიტიკაში ხილვა მე არ მინდა. არ მინდა ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა. საქართველო არ იქნება პირველი შემთხვევა, სადაც ეს [პარტიების აკრძალვა] მოხდება, ასეთი რამ გერმანიაში, ესპანეთსა და თურქეთშიც მომხდარა.

 

სასამართლომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება, სასამართლო თუ იქნება დაუსაბუთებელი, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო ამ ყველაფერზე განსხვავებულ მოსაზრებას გამოაქვეყნებს. ეს ის საკითხი არ არის, რაც საბოლოო ჯამში გაურკვეველი დარჩება. დაველოდოთ ამ პროცესს.

 

მე პერსონალურად ვინმეს მიმართ წინააღმდეგობა არ მაქვს, მაგრამ ადამიანები, პარტიები, ვინც ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდა ან თელავს, ჩემი აზრით, მათ ჩვენ ჭკუა არ უნდა გვასწავლონ, ჩვენი მომავალი არ უნდა განსაზღვრონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ“.

 

16 ოქტომბერს პარლამენტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებების თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, ამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, პარტიული თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება.

წაკითხვა 119 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 25 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.