“თუ სურვილი აქვთ, რომ რაღაც ფორმით დაიმკვიდრონ თავი ქართულ პარლამენტში, ერთადერთი, რაც მათ მოეთხოვებათ არის ის, რომ რეალურად იყვნენ ოპოზიცია და არა ვიღაცის დაქირავებული აგენტები” - ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე
,,მე მგონი ჩვენ გამოვედით იმ რაღაც მონური იდეოლოგიური დამოკიდებულებიდან, რომ ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს ან არ ჩათვალოს, გადაწყვიტოს ან არ გადაწყვიტოს ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა. არავისგან ამის აღიარება არ არის საჭირო. ამ პარლამენტს ლეგიტიმურობას აძლევს ხალხი და მათი მხრიდან მიღებული მანდატები, რომელიც ჩვენ გვაქვს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, გახარიას პარტიის წევრების განცხადებას, რომ პარლამენტში მათი შესვლა, მისი ლეგიტიმაციის აღიარებას არ ნიშნავს.
წილოსანის თქმით, არ აქვს დიდი მოლოდინი იმის, რომ გახარიას პარტია შეძლებს რეალური ოპონირების გაწევას.
„ეს მათი პოლიტიკური ვალდებულება იყო, რომ პატივი ეცათ საკუთარი ამომრჩევლისთვის და დროულად შემოსულიყვნენ პარლამენტში. მით უფრო, რომ გახარია სრულიად უცნობი შემადგენლობით შემოდის და არა იმ ადამიანებით, ვისაც მათმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. დაველოდოთ, როგორი იქნება მათი შემოსვლა და მათი საქმიანობა პარლამენტში. მეც საკმაოდ კრიტიკული ვიყავი მათთან მიმართებით, რადგან ყველაფერი ის, რაც მათ უმოქმედიათ ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა ის მავნებლობა – „ნაცებთან“ გაერთიანება იდეოლოგიური, ფიზიკური, როგორც აქციების, ასევე, საკრებულოებში კოალიციების შექმნის თუ სხვადასხვა ფორმატებით, რა თქმა უნდა, არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მათთან დაკავშირებით. რასაც შეიძლება, რომ ოპტიმიზმი მოჰქონდეს, ეს არის, რომ მათ შეასრულონ რეალური ოპოზიციის მოვალეობა. არ იყვნენ ისეთივე აბსურდში გადასული თავის ბრალდებებში თუ სხვადასხვა გამონათქვამებში, როგორიც აქამდე იყო. თუ მათ სურვილი აქვთ, რომ რაღაც ფორმით დაიმკვიდრონ თავი ქართულ პარლამენტში, ერთადერთი, რაც მათ მოეთხოვებათ არის ის, რომ რეალურად იყვნენ ოპოზიცია და არა ვიღაცის დაქირავებული აგენტები“.
სიახლეები
- ,,ბატონი იაგო ხედავს ხეებს და ვერ ხედავს ტყეს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს – ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,არავითარ შემთხვევაში ეს არ შეეხება არც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს და არც ისეთ საქმიანობას, რომელიც კომერციულ მიზნებს ატარებს"- ნინო წილოსანი
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
