“ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა” - ირაკლი კუპრაძე
ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა და აკრძალოს პროდასავლურიოპოზიციური პარტიები, მათ შორის პოლიტიკური კოალიცია „ლელო- ძლიერი საქართველო“. წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც პარტიის სხვა ლიდერები და წევრები ესწრებოდნენ.
კუპრაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მცდელობა, გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, ისეთი გამოწვევაა, რომელსაც „ძლიერი საქართველო- ლელო“ აპირებს დაუპირისპიროს წინააღმდეგობის ნებისმიერი გზა.
„კოალიცია „ლელო- ძლიერმა საქართველომ“ ამ წლების განმავლობაში გაატარა საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავარი და ძირითადი ინტერესი, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს ქართველი ხალხის ხმა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება, რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის, „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ სახით, ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომლებიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით. მე ახლა ვდგავარ ჩემს გუნდთან ერთად. მთელი საქართველოს მასშტაბით „ლელოს“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან - ჩვენ ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ კრიზისიდან. „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები. ჩვენ დღეს აქ დგომით და თქვენთან, მოქალაქეებთან, პოლიტიკური კომუნიკაციით, ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული გამარჯვება, რასაც იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი - ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულება და ამ ბრძოლაში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა სტრატეგიულ ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე“, - განაცხადა კუპრაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.
სიახლეები
- “კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეპარქიულ კომისიაზე არქიმანდრიტ დოროთეს მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება, რადგან ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი” – საპატრიარქო
- “საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა” – პაპუაშვილი
- “ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით” – პაპუაშვილი
- “გიორგი გახარია არის ქრონიკული მოღალატე” - ირაკლი ფავლენიშვილი
- გახარიას პარტია დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს
