“2012 წლამდე, კონკრეტული პარტიები, ვისზეც არის საუბარი, წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს” - კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე
ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და 1 200 000-ზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ და იმ დაპირებებს, რომელიც წინასაარჩევნოდ ჟღერდებოდა, – განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და ამით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, სამი პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მოთხოვნით, მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის თაობაზე.
მისი თქმით, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც 2012 წლამდე წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, გააგრძელეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ეწეოდნენ და დღესაც ეწევიან საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ.
„საუბარია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 2012 წლამდე წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს და გააგრძელეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ეწეოდნენ და ეწევიან საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, უგულებელყოფენ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას და ძირს უთხრიან, ზოგადად, სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს.
როდესაც შენ იმართები გარედან, ასრულებ გარე მითითებებს, საერთოდ არ გაინტერესებს შენი ქვეყანა, ქართველი ხალხი და ამ ქვეყნის მომავალი, რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი ვერ იქნება ქვეყანაში.
პარტიების აკრძალვას რაც შეეხება, შემიძლია ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ – იგივე უკრაინაში მოხდა პარტიების გაუქმება, იგივე მოლოდვას მაგალითი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ საიდან იმართება. როდესაც იმართები გარედან და ახორციელებ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ახალისებ ძალადობას, პოლარიზაციას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – პარტიების აკრძალვის შემდეგ ვადამდელი არჩევნების გზით, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობის შესახებ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება.
„2028 წელს იქნება საპარლამენტო არჩევნები და თუ რა მიზანი ექნება „ქართულ ოცნებას“, საზოგადოება გაიგებს. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, გამჭვირვალედ ვიქცევით და ყველა ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. დღეს ქვეყანა არის გამოწვევების წინაშე, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს გაეცეს ღირსეული პასუხი".
ამასთან, ის ზოგიერთი ევროპარლამენტარის შეფასებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი ორმაგი სტანდარტების მატარებლები არიან.
„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტის მაგალითია. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვადასხვა ქვეყანა, სადაც მოხდა პარტიების გაუქმება. საერთოდ არ არის საინტერესო ევროპარლამენტარები, ორმაგი სტანდარტების პრინციპებია. მე არ მომისმენია არცერთი განცხადება, როდესაც, მაგალითად, მოლდოვის არჩევნების წინ ტელევიზიები, ოპოზიციური პარტიები გააუქმეს, არ მომისმენია განცხადება, როდესაც უკრაინაში პოლიტიკური პარტიები გააუქმეს. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია – რაც მათ აწყობთ ის, ყველაფერი მისაღებია, რაც მათთვის არ არის საინტერესო, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან და აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც, ძირითადად, დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუესა და ტყუილზე“.
სიახლეები
- „გთხოვთ არ ჩამეხუტოთ, მტკივა ყველაფერი...“ - ნინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა
- ოქროს ფასი კლებას განაგრძობს – რა ღირს 1 გრამი
- „შექმენი განსაცდელი ქვეყნისთვის“ – ეს არ არის ის სიტყვები, რომელთაც სასულიერო პირი უნდა ამბობდეს” - ვოლსკი დოროთე ყურაშვილზე
- “საქართველოში პორნოლიბერალების წინამძღოლი! ეკლესიის ერთადერთი ქომაგი 30 წელი ლოცვის გარეშე, „უფალო შემიწყალე“ არ უთქვამს! ისე ჩამალპო ცოცხლად ციხეში!” - გოგა ხაინდრავა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე
- “დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილებისა და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებას” - დავით ერემეიშვილი
