„შექმენი განსაცდელი ქვეყნისთვის“ – ეს არ არის ის სიტყვები, რომელთაც სასულიერო პირი უნდა ამბობდეს” - ვოლსკი დოროთე ყურაშვილზე
“არ დავიჯერე და მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნილია, რასაც ვუყურებთ – „გვიხსენ ჩვენ განსაცდელისგან“ ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, რომელსაც ნებისმიერი სასულიერო პირი უნდა ემსახურებოდეს. „შექმენი განსაცდელი ქვეყნისთვის“ – ეს არ არის ის სიტყვები, რომელსაც სასულიერო პირი უნდა ამბობდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ განმარტა – “გვიხსენ ჩვენ განსაცდელისგან“ ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, რომელსაც ნებისმიერი სასულიერო პირი უნდა ემსახურებოდეს.
„არ დავიჯერე და მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნილია, რასაც ვუყურებთ. ზოგადად მისი შეხედულებები სერიოზული რევიზიაა იმ დოგმებისა, რომელიც მართლმადიდებლურ სარწმუნოებას გააჩნია. მეორე მხრივ, მთავარ თემას ლოცვიდან, რომელიც ყველამ იცის, „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან და გვაცილე უბედურება“, პირდაპირ აგრესიულად დაუპირისპირდა ეს სასულიერო პირი. ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებმა თავიანთი საკითხები იმ სივრცეში უნდა გაარჩიონ, რომელიც ამისთვის არის მოწოდებული. მე მხოლოდ შეფასება შემიძლია. „გვიხსენ ჩვენ განსაცდელისგან“ ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, რომელსაც ნებისმიერი სასულიერო პირი უნდა ემსახურებოდეს. „შექმენი განსაცდელი ქვეყნისთვის“ – ეს არ არის ის სიტყვები, რომელსაც სასულიერო პირი უნდა ამბობდეს“.
სიახლეები
- ,,ბატონი იაგო ხედავს ხეებს და ვერ ხედავს ტყეს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს – ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,არავითარ შემთხვევაში ეს არ შეეხება არც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს და არც ისეთ საქმიანობას, რომელიც კომერციულ მიზნებს ატარებს"- ნინო წილოსანი
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
