“გამჭვირვალობის მომხრე ვართ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ” - გიორგი შარაშიძე
,,გამჭვირვალობის მომხრე ვართ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ”,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიას გამჭვირვალობის პრობლემა არ ექნება და საჭირო დროს ინფორმაციას გაასაჯაროებენ.
„მათი საქმეა, ელჩი ვისგან იქირავებს ბინას. თუ არ ვცდები, ხაზარაძემ დაადასტურა, რომ მისი ოჯახის წევრისგან ჰქონდა ნაქირავები. ნამდვილად სასურველი იყო, ამისგან თავი შეეკავებინათ, თუმცა, რომ გითხრათ, ამაში განსაკუთრებული პრობლემაა, ასე არ ვფიქრობ. თავის შეკავება კი, აჯობებდა. გერმანიას ვერ ვაიძულებთ და ჭკუას ვერ ვასწავლით, როგორ მოიქცეს. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, ყოველთვის გამჭვირვალობის მომხრე ვართ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია. გერმანიას გამჭვირვალობის პრობლემა არ ექნება. როცა საჭირო იქნება, ინფორმაციას გაასაჯაროებენ“.
ცნობისთვის, გერმანიის მთავრობამ გაასაჯაროვა ის თანხები, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. კერძოდ: 2020 წელი – 360,164 ევრო; 2021 წელი – 401,368 ევრო; 2022 წელი – 297,899 ევრო; 2023 წელი – 517,937 ევრო; 2024 წელი – 831,914 ევრო; 2025 წელი – 150,580 ევრო.
სიახლეები
- ,,ბატონი იაგო ხედავს ხეებს და ვერ ხედავს ტყეს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს – ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სუს-ი რომ გვყავს და კარგად მუშაობს, იმიტომაც არის, წელიწადში ერთხელ რევოლუციებს რომ გეგმავენ და ვერ ახორციელებენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,არავითარ შემთხვევაში ეს არ შეეხება არც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს და არც ისეთ საქმიანობას, რომელიც კომერციულ მიზნებს ატარებს"- ნინო წილოსანი
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
