,,ენჯეოები“, რომლებიც დღეს არღვევენ კანონს და არ ემორჩილებიან „გამჭვირვალობის კანონს“, არღვევენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას” – შალვა პაპუაშვილი
,,ის „ენჯეოები“, რომლებიც დღეს არღვევენ კანონს და არ ემორჩილებიან „გამჭვირვალობის კანონს“, ის დონორები, რომლებიც ცდილობენ და ქმნიან გვერდის ავლის სქემებს, არღვევენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
„როდესაც სტრასბურგის სასამართლომ უარი თქვა კანონის დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, ამით მან ამავე დროს თქვა, რომ ეს კანონი არის მოქმედი და კანონს უნდა დაემორჩილოთ.
მთელი პარადოქსი ისაა, რომ საქართველოს აბრალებენ სანქციების გვერდის ავლას ეს „ენჯეოები“ და ის დონორები და დღეს თავად ცდილობენ გვერდი აუარონ სანქციებს, ვგულისხმობ საკანონმდებლო რეგულაციებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
