,,დღეს ბრიუსელი ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის” – შალვა პაპუაშვილი
,,დღეს ბრიუსელი ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას.
„კიდევ ერთხელ დაადასტურა ამჯერად პრესსპიკერმა, რომ პროცესი შეაჩერა თავად ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში. ასე რომ, საკუთარი პირით აღიარეს, რა დეზინფორმაციული, ცრუ ნარატივი ვრცელდებოდა, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ესეც კიდევ ერთხელ დასტური, საკუთარი თავის მხილებაა და აჩვენებს, რომ ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას, ნაცვლად დიალოგისა. ეს კიდევ ერთი ნიშანია ბრიუსელის მხრიდან ევროპული ღირებულებისგან გადახვევისა. ევროპული ღირებულება, როგორც ქართველებს გვესმის და რისი თანაშემოქმედებიც ვართ, არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, საუბარი და არა დირექტივები, სხვისი ინტერესების გააზრება და არა მითითებების მიცემა. დღეს, სამწუხაროდ, ბრიუსელი ამ ღირებულებას აცდენილია, რისი შედეგიც არის სწორედ ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც გვესმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- კაცი, რომელმაც მეზობელი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს
- ,,კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან” – შალვა პაპუაშვილი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 55 წლამდე მამაკაცი მოკლეს
- ოდესის სანაპიროზე ათობით მკვდარი დელფინი იპოვეს
- ,,ჯო უილსონს აკვიატება აქვს და ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება, ცუდი იქნება – მისი ერთადერთი მიზანია საინფორმაციო ხმაურის შექმნა”- შალვა პაპუაშვილი
