,,გახარია „ქართულ ოცნებას” ძალიან საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა"- გია ვოლსკი
,,გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას” ძალიან საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა – გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ეროვნული უსაფრთხოებისათვის გარკვეული პრობლემების შექმნასთან”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.
„რასაკვირველია, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ პოზიციებით მნიშვნელოვნად დავცილდით ერთმანეთს და ეს არ არის “ქართული ოცნების” გუნდის ბრალი. იგი ჩამოსცილდა “ქართულ ოცნებას” ძალიან საეჭვო გარემოებებში. გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ეროვნული უსაფრთხოებისათვის გარკვეული პრობლემების შექმნასთან. სიღრმისეულად რომ გავაანალიზეთ სიტუაცია, საკმაოდ ვრცელი პერიოდი იყო, რასაკვირველია, ძალიან ბევრი რამ იყო სიახლე ჩვენთვის. ახლებურად შევხედეთ, გავაანალიზეთ სიტუაცია. მე არ ვიცი პროკურატურამ და გამოძიებამ რა დასკვნა შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ვფიქრობ, ეს იყო სერიოზული პოლიტიკური დემარში, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
სიახლეები
- სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
- ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა
- ლატვიამ რუსეთის საზღვართან 280 კილომეტრიანი ღობე აღმართა
- ,,მინდა, ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს – ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს"- ივანე ჩხაიძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს
