,,ახალ გზებს ეძებენ ევრობიუროკრატები იმისთვის, თუ როგორ შეიძლება დაფინანსდეს კანონმდებლობის გვერდის ავლით გადატრიალების მცდელობები და გარკვეული მარშები"- ზვიად შალამბერიძე
,,ახალ გზებს ეძებენ ევრობიუროკრატები იმისთვის, თუ როგორ შეიძლება დაფინანსდეს კანონმდებლობის გვერდის ავლით გადატრიალების მცდელობები და გარკვეული მარშები,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„ვხედავთ, რომ ახალ ახალ გზებს ეძებენ ევრობიუროკრატები, საელჩოები და გარკვეული ორგანიზაციები იმისთვის, თუ როგორ შეიძლება დაფინანსდეს ჩვენ არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლით ესა, თუ ის ღონისძიება, გადატრიალების მცდელობები, გარკვეული მარშები და ა.შ. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ საიდან ფინანსდება ნებისმიერი ასეთი არეულობის მცდელობა“, – აღნიშნა შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, ევროკომისარმა თქვა, რომ ,,საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მივცემთ ფულს და ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ისინი არ დაზიანდნენ”.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
